საქართველოს იურისტები საზღვრების გარეშე
მუდამ თქვენს სამსახურში
ორგანიზაცია დაკომლექტებულია საქართველოში და საზღვარგარეთ მომუშავე პრაქტიკოსი, კვალიფიციური იურისტებით. ამგვარად ორგანიზაციის საქმიანობის არეალი არ შემოიფარგლება მხოლოდ საქართველოში მოქმედი იურიდული პირებისა თუ მცხოვრები ფიზიკური პირების სამართლებრივი მომსახურებით უზრუნველყოფით.
ჩვენ ვთავაზობთ ფიზიკურ და იურიდული პირებს კვალიფიციური იურიდიული მომსახურების სრულ პაკეტს:
ვღებულობთ მონაწილეობას საქმიანი მოლაპარაკებების თქვენი სამართლებრივი და ბიზნეს ხასიათის ინტერესების საკეთილდღეოდ წარმართვაში;
ვმუშაობთ ინდივიდუალური და მრავალჯერადი გამოყენების ნებისმიერი სირთულის ხელშეკრულებების შექმნასა და მის დანერგვის სისტემის ჩამოყალიბების მიმართულებებით. გთავაზობთ ყველა სახისა თუ ტიპის ხელშეკრულების სამართლებრივ ანალიზს.
შეგვიძლია შევქმნათ ინდივიდუალური, თქვენი ორგანიზაციისათვის ზუსტად მორგებული სადამფუძნებლო დოკუმენტაცია და შემდგომ გავმართოთ სამართლებრივი ხასიათის ყველა დეტალი, იმისათვის, რომ თქვენს ორგანიზაციას არ შეექმნას (აცილებულ იქნას) სამართლებრივი ხასიათის პრობლემები.
ჩვენს ორგანიზაციაში მუშაობენ ვიწროდ სპეციალიზირებული პროფესიონალი იურისტები, რაც საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ ფიზიკურ და იურიდიული პირთა კონსულტირება ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე.
დაინტერესებულ პირებს ვუზრუნველყოფთ საექსპერტო მომსახურებით.
სამუშაო ენები: ქართული, რუსული, ინგლისური, გერმანული.
ჩვენი ორგანიზაციის წევრები არიან კვალიფიციური იურისტები, რომლებიც
თავის საქმიანობას ახორციელებენ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, სამართლებრივი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
|